Belive

პირველი საკალათბურთო მატჩიდან 127 წელი გავიდა

7 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს კალათბურთისთვის საიუბილეო თარიღია, პირველი საკალათბურთო მატჩი 1891 წლის 21 დეკემბერს ჩატარდა, დღეს ამ დღიდან ზუსტად 127 წელი გავიდა! კალათბურთის გამომგონებლად კანადო-ამერიკელი სპორტინსტრუქტორი, ჯეიმს ნეისმითი ითვლება. პირველი საკალათბურთო შეხვედრა ფეხბურთის ბურთით და რაც მთავარია 9x9-ზე ჩატარდა. პირველი ევროპული მატჩი პარიზში ჩატარდა. დროთა განმავლობაში ამ სპორტის სახეობით უამრავი ქვეყანა და ადამიანი დაინტერესდა, ყალიბდებოდა საკალათბურთო ასოციაციები, რომელსაც მაყურებლისგან ყურადღების მოხვეჭა არ უჭირდა. დღეს კალათბურთი ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობაა, რომელიც დედამიწის მოსახლეობის უდიდესი რაოდენობის ინტერესთა სფეროში შედის.

სხვა სტატიები