Belive

პირადი მიზეზებით - ბითაძე ინდიანას ვერ ეხმარება

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის ახალი სეზონის დაწყებამდე საზაფხულო ლიგამ აიღო სტარტი. "ინდიანა პეისერსი" დღეს პირველ თამაშს "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ ატარებს. გუნდს ვერ ეხმარება გოგა ბითაძე, რომელიც "ინდიანას" პირადი მიზეზებით გამოაკლდა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ 22 წლის ქართველი კალათბურთელის მამა გარდაიცვალა, რის გამოც გოგა საქართველოში იმყოფება. "პეისერსი" საზაფხულო ლიგაზე კიდევ 3 შეხვედრას, ბოლო თამაშს კი 15 აგვისტოს, "ოკლაჰომა თანდერსის" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები