Belive

ორლანდომ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო | Playoffs

7 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს პლეი-ოფების პირველი რაუნდის მე-3 სათამაშო დღეს 3 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში 95:93 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. სერიაში ანგარიში 2:1-ია.

გოგა ბითაძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ყველაზე მეტი 36 ქულა ჯეისონ ტეიტუმმა ჩააგდო, 32 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს, ხოლო 29 პაოლო ბანკეროს.

მომდევნო, მე-4 შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 28 აპრილს გამართავს.

მე-3 სათამაშო დღის მე-2 შეხვედრაში "მილუოკი ბაქსმა" "ინდიანა პეისერსი" 117:101 დაამარცხა და სერიაში ანგარიშის სხვაობა შეამცირა - 2:1.

მატჩში ყველაზე მეტი 37-37 ქულა იანის ანტეტოკუნმპომ და გარი ტრენტმა ჩააგდეს. ბერძენმა კალათბურთელმა ბურთი 12-ჯერ მოხსნა და ორმაგი დუბლიც მიითვალა. "ინდიანას" რიგებიდან საუკეთესო იყო პასკალ სიაკამი, რომელმაც 28 ქულის ჩაგდება მოახერხა.

მომდევნო შეხვედრა 28 აპრილს გაიმართება.

პლეი-ოფის კიდევ ერთი შეხვედრა "ლოს ანჯელეს ლეიკერსსა" და "მინესოტა ტიმბერვულვზს" შორის გაიმართა, აქ გამარჯვება ანგარიშით 116:104 მინესოტელებს დარჩათ და სერიაშიც წინ გაიჭრნენ 2:1.

მატჩში ყველაზე მეტი ქულა ორმაგ დუბლთან ერთად ლებრონ ჯეიმსს ჰქონდა - 38 ქულა, 10 მოხსნა. 30 ქულა მიითვალა ჯეიდენ მაკდენიელსმა, 29 კი ენტონი ედვარდსმა დააგროვა.

აღნიშნულ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები