ორლანდო ბოსტონთან ისევ დამარცხდა | გოგა ძირითად ხუთეულში იყო
NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში კონფერენციის ლიდერმა "ბოსტონ სელტიკსმა" "ორლანდო მეჯიქი" მიიღო და მეტოქე 114:97 დაამარცხა. გოგა ბითაძემ პარკეტზე 26 წუთი გაატარა, ამ დროში ქართველმა 4 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. გოგამ 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი პაოლო ბანკერო იყო, რომლის ორმაგი დუბლი და 36 ქულა ორლანდოს ვერ დაეხმარა. 31 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა ბრაუნს, პორზინგისმა კი ორმაგი დუბლი 15 ქულითა და 10 მოხსნით შეასრულა.
the block
— Orlando Magic (@OrlandoMagic) December 17, 2023
the lay 🤌@Pp_doesit pic.twitter.com/HyO5vTltV7
ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზეა. ქართველი ცენტრის გუნდს 16 მოგება და 9 მარცხი აქვს. ბოსტონი კი პირველობას არავის უთმობს, 20 გამარჯვება და 5 მარცხი NBA-ის ყველა გუნდს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.