Belive

ოფიციალურად: თორნიკე შენგელია ALL STAR-ში ითამაშებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ცსკას"-ს ლიდერი - თორნიკე შენგელია, VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის (ALL STAR) მატჩზე ითამაშებს. ლიგის ALL STAR-ი 14 თებერვალს, მოსკოვში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები მიიღებენ. ყველა ვარსკვლავის მატჩი შემდეგნაირად ჩატარდება და ერთმანეთს შემდეგი პრინციპით დაუპირისპირდებიან: VTB ლიგის საუკეთესო რუსი კალათბურთელები Vs. ლეგიონერები.

შემადგენლობა

VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი პირველად 2017 წელს სოჭში, 2018 წელს სანქ-პეტერბურგში, 2019-20 წლებში კი მოსკოვში ჩატარდა. თორნიკე შენგელია ევროლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. იგი ევროლიგაში საშუალოდ 24:38 წუთს თამაშობს, სადაც მისი საშუალო მონაგარი 10.8 ქულა, 2.3 შედეგიანი გადაცემაა. VTB ლიგაში კი იგი საშუალოდ 19:13 წუთს თამაშობს, სადაც 12.8 ქულას აგდებს და 0.9 შედეგიან გადაცემას აკეთებს.  

სხვა სტატიები