Belive

ოფიციალურად | Nike-მ კაირი ირვინგთან თანამშრომლობა შეწყვიტა!

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

“ბრუკლინ ნეტსის” ლიდერი კაირი ირვინგი კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა გიგანტმა ირვინგს კონტრაქტი გაუწყიტა. Nike-სა და სუპერვარსკვლავის გზები საბოლოოდ გაიყო - კაირის გარშემო აგორებული სკანდალის მიზეზი კი ანტისემიტური შინაარსისა და დეზინფორმაციის შემცველი ფილმია.

"ღრმად გვწამს, რომ სიძულვილის ენის ადგილი არაა და ჩვენ ანტისემიტიზმის ყოველგვარ გამოვლინებას ვემიჯნებით", - აღნიშნულია Nike-ს განცხადებაში.

Nike-ს წარმომადგენლებს დამატებითი განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა დუმილი კაირი ირვინგის აგენტმა დაარღვია, რომელმაც აღნიშნა, რომ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

"ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლობა შევწყვიტოთ და ჩვენი გზები გაიყოს. Nike-ს სამომავლოდ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ", - განაცხადა რილი ირვინგმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, “ბრუკლინის” მფლობელმა – ჯო ცაიმ, ირვინგი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ქმედებით იმედგაცრუებულია. საქმე ეხება დოკუმენტურ ფილმს, (“New World Order”) რომელიც ანტისემიტურ შინაარსს ატარებს.  NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, რომელშიც “ბრუკლინი” გოგა ბითაძის “ინდიანას” დაუპირისპირდა, ფანები გამოჩნდნენ, რომელთაც სპეციალური მაისურები ეცვათ. “Fight Antisemitism” მაისურებში გამოწყობილი ფანები, ირვინგს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებნენ.

სხვა სტატიები