ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძემ გრან კანარია დატოვა
3 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე "გრან კანარიაში" აღარ ითამაშებს. ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"გრან კანარიამ" და ბექა ბურჯანაძემ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ბექამ წასვლა პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა. ჩვენი მადლობას ვუხდით ბექას ყველაფრისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას“, – წერია "გრან კანარიას" ოფიციალურ განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ 27 წლის კალათბურთელს ესპანელთა მთავარ მწვრთნელთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ბექას "გრან კანარიაში" მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, რაც მისი გუნდიდან წამოსვლის მიზეზიც გახდა.
📝 NOTICIA | Beqa Burjanadze deja de ser jugador del Herbalife Gran Canaria. El ala-pívot georgiano no formará parte de la disciplina claretiana. El club le quiere desear la mejor de las suertes en su futuro profesional y personal. 👀 https://t.co/tqe2z8JNS9 pic.twitter.com/BvKcY9YO63 — Herbalife Gran Canaria (@GranCanariaCB) February 26, 2021