Belive

ოფიციალურად: კლიპერსმა კრის პოლი გუნდიდან გაუშვა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

კლიპერსმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და კრის პოლი გუნდიდან გაუშვა, ინფორმაციას კლიპერსის საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტი ლოურენს ფრენკი აქვეყნებს.

გთავაზობთ სრულად მის განცხადებას:

ჩვენი და კრისის გზები იყოფა და ის გუნდთან აღარ იქნება, კრისი ლეგენდარული კლიპერია, რომელსაც ისტორიული კარიერა ჰქონდა. მინდა ერთი რამ ნათლად განვაცხადო: არავინ ადანაშაულებს კრისს ჩვენს ბოლოდროინდელ ცუდ ფორმაზე.

მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმ შედეგზე, რომელიც ჩვენ ამჟამად გვაქვს. ამასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი მიზეზი, რატომაც ეს ხდება. მადლიერები ვართ ყველაფერი იმისთვის რაც კრისმა გუნდისთვის გააკეთა. - ლოურენს ფრენკი

ლეგენდარული კალათბურთელი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია რომ:

ახლახან გავიგე, რომ სახლში მგზავნიან - კრის პოლი

ლოს ანჯელეს კლიპერსმა სეზონი ცუდად დაიწყო, მათ 21 ტურის შემდეგ 5 მოგება და 16 მარცხი აქვთ, ამ შედეგით ისინი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ პოლმა კლიპერსთან სეზონის დასაწყისში 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ასევე გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ კარიერას ასრულებდა.

მიმდინარე სეზონში სეზონში, კრის პოლი კლიპერსის შემადგენლობაში 16 მატჩში საშუალოდ 14.3 წუთს თამაშობდა, 2.9 ქულას, 1.8 მოხსნას და 3.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

21-წლიანი NBA კარიერის განმავლობაში, პოლის საშუალო მაჩვენებელი რეგულარული სეზონის 1370 მატჩში 16.8 ქულას, 4.4 მოხსნას და 9.2 პასს შეადგენდა.