ნიუ იორკმა ინდიანა დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-3 მატჩში, ინდიანამ ნიუ იორკს უმასპინძლა. ინდიანაპოლისში, გეინბრიჯზე გამართული მატჩი ინდიანას მარცხით 100:106 დასრულდა.
სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით ნიუ იორკმა სერიაში ანგარიში შეამცირა (2:1). მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კარლ-ენტონი თაუნსი გახდა, რომელმაც 24 ქულის, 15 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. შედეგიანი მატჩი ჰქონდა ჯეილენ ბრანსონსაც (23 ქულა, 2 მოხსნა, 1 ასისტი).
ინდიანას რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ტაირის ჰალიბარტონი გახდა, რომელმაც 20 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ინდიანასა და ნიუ იორკის მე-4 დაპირისპირება 28 მაისს, კვლავ ინდიანაპოლისში გაიმართება.