Belive

ნიკოლა იოკიჩის მორიგი ისტორიული შედეგი NBA-ში

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მოქმედი ჩემპიონი "დენვერი" მეოთხე ტურში "იუტას" დაუპირისპირდა და 8-ქულიანი სხვაობით, 110:102 გაიმარჯვა.

პარკეტზე გამორჩეული კვლავ სერბი მოთამაშე და მოქმედი MVP - ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც პარკეტზე 35 წუთი გაატარა და მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა: 27 ქულა, 10 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა.

ამ შედეგით, სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და "დენვერის" მოთამაშე - ნიკოლა იოკიჩმა, NBA-ში მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა - კერძოდ კი, 28 წლის კალათბურთელმა NBA-ს კარიერაში რიგით 107-ე სამმაგი დუბლი შეასრულა, რომლითაც ლებრონ ჯეიმსსა და ჯეისონ კიდს გაუთანაბრდა.

თუ სერბის კარიერა კიდევ მინიმუმ 2-3 სეზონი გაგრძელდება, რაც ნამდვილად რეალურია, ნიკოლა იოკიჩს კარგი შანსი აქვს, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ უფრო ოქროს ასოებით ჩაეწეროს და ყველა დროის ყველაზე მეტი სამმაგი დუბლის ავტორი გახდეს.

ამ ეტაპისთვის პირველ პოზიციას რასელ ვესტბრუკი იკავებს, რომლის ანგარიშზეც 198 სამმაგი დუბლია.

სხვა სტატიები