Belive

ნეიმარი: "კობის სიკვდილმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა..."

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ბრაზილიის ნაკრებისა და "პსჟ"-ს 29 წლის ვარსკვლავმა - ნეიმარმა, კობი ბრაიანტზე ისაუბრა. როგორც იგი ამბობს, ლოს-ანჯელეს "ლეიკერსის" და საკალათბურთო სამყაროს ლეგენდის - კობი ბრაიანტის გარდაცვალებამ, მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ნეიმარმა "შავი მამბას" გარდაცვალების შემდეგ პატივი გოლის აღნიშვნით მიაგო, როდესაც გატანილი გოლის შემდეგ კამერასთან თითებით 24 აჩვენა (კობი ბრაიანტი 24 ნომრიანი მაისურით თამაშობდა). ასევე "პსჟ"-ს მატჩსისას, იგი არაერთხელ გამოჩენილა კობის 8 და 24 ნომრიანი მაისურით.
კობი და ნეიმარი ერთმანეთს წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ. როგორც ნეიმარი ამბობს, კობი მას მუდმივად კალათბურთის და სპორტის სიყვარულზე ესაუბრებოდა. "კობი ყოველთვის დიდი სიყვარულითა და მთელი გულით მესაუბრებოდა სპორტზე. კალათბურთის გარდა იგი ფეხბურთზეც გიჟდებოდა და მას არაერთხელ უთქვამს, რომ მისი საყვარელი კლუბი "მილანი" და "ბარსელონა" იყო". - ნეიმარი
"კობის დაკარგვა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე მას ძალიან იშვიათად ვხვდებოდი, მან თავი ძალზედ შემაყვარა, არა როგორც კალათბურთელმა, არამედ როგორც ადამიანმა. მისმა გარდაცვალებამ ძალიან დამაზარალა და ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. უდიდეს კალათბურთელთან ერთად, კობი კარგი ადამიანი იყო". - განაცხადა ნეიმარმა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი, კობი ბრაიანტი, ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას მისი შვილიც ემსხვერპლა.

სხვა სტატიები