Belive

სრული შოკი NBA-ში - ბრუკლინ ნეტსმა სამი სუპერვარსკვლავი დაიმატა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ტრანსფერების დიდი ციებ-ცხელებაა, "ბრუკლინ ნეთსის" არცერთ ქომაგს სიზმარშიც რომ არ დაესიზმრებოდა, სწორედ ასეთი რამ მოხდა ამ გუნდისათვის. კევინ დურანტი, კაირი ირვინგი და დეანდრე ჯორდანი - ეს ის სამეულია, რომელიც მომდევნო სეზონში "ბრუკლინ ნეთსის" ღირსებას დაიცავს! კევინ დურანტი - "ბრუკლინმა" კევინს "მაქსიმალური" შესათავაზა, 164 მილიონი დოლარი 4-წლიანი კონტრაქტის თანახმად. კაირი ირვინგი - არანაკლედ დიდი შემოთავაზებით შეუერთდა "ბრუკლინს" კაირიც, ის 4-წელიწადში 141 მილიონ დოლარს მიიღებს. დეანდრე ჯორდანი - კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპისათვის ცნობილი არ არის. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბრწყინვალე სამეულის დამატების შემდეგ "ბრუკლინ ნეთსი" გუნდის მთავარმა შემოქმედმა დ'ანჯელო რასელმა დატოვა.  

სხვა სტატიები