Belive

ოფიციალურად: რიკ კარლაილი ინდიანა პეისერსის მთავარი მწვრთნელია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ახალი სეზონიდან "ინდიანა პეისერსის" მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი იქნება. ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე NBA-ში უკვე მესამე სპეციალისტთან იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ წარუმატებელი სეზონის შემდეგ, გუნდმა ნეიტ ბიორკგრენი გაათავისუფლა, ხოლო მანამდე ნეიტ მაკმილანი დაითხოვა. რაც შეეხება კარლაილს, ის 2008 წლიდან "დალას მავერიქსში" მუშაობდა. 61 წლის მწვრთნელმა გუნდი საკუთარი სურვილით მას შემდეგ დატოვა, რაც "დალასიდან" გენერალური მენეჯერი წავიდა. აღსანიშნავია, რომ კარლაილს ქართველ კალათბურთელთან მუშაობის გამოცდილება აქვს. რიკმა "დალასში" ზაზა ფაჩულიასთან ითანამშრომლა. გამოცდილი ამერიკელი სპეციალისტი "ინდიანას" კარგად იცნობს, რადგან მთავარ მწვრთნელად გუნდში ის 2003-2007 წლებშიც იყო.

სხვა სტატიები