Belive

მამუკელაშვილის 23 წუთი მემფისთან და პირადი რეკორდი მოხსნებში | VIDEO

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,მემფის გრიზლისს'' უმასპინძლა და ოვერტაიმში 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:126 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. სტუმრებმა 29-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს, რაც ,,მემფისის'' ისტორიაში რეკორდია.

,,სპურსის'' შემადგენლობაში 23 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 6 ქულა, 14 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

14 მოხსნა მამუკელაშვილის კარიერაში (NBA-ში) ყველა დროის საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, მამუმ მეტოქის ფარზე ბურთი 8-ჯერ მოხსნა, რაც ასევე პირადი რეკორდია.

,,სან ანტონიო'' 18 მოგებითა და 52 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილზეა. სანდროს გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, საკუთარ დარბაზში, ,,ატლანტა ჰოუქსის'' წინააღმდეგ ჩაატარებს.

მამუკელაშვილის მომენტები დღევანდელ შეხვედრაში:

სხვა სტატიები