Belive

ლებრონის სარეკორდო შეხვედრის ბილეთები 75,000 დოლარად გაიყიდება

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსის პოტენციური სარეკორდო თამაშის ბილეთები "ოკლაჰომას" წინააღმდეგ 305 პროცენტით გაიზარდა.

ლებრონ ჯეიმსი ახლოს არის, რომ კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი დაამხოს და NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა მოაგროვოს. ლებრონი ლეგენდარულ კალათბურთელს 158 ქულით ჩამორჩება და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ შეხვედრაში მოახერხებს ამერიკელი რეკორდი მოხსნას. "ოკლაჰომასთან" შეხვედრამდე ლებრონი სამ მატჩს გამართავს, "ნიუ იორკ ნიქსის", "ინდიანა პეისერსის" და " ნიუ ორლეან პელიკანსის" წინააღმდეგ.

OKC-სთან მატჩი 7 თებერვალს არის ჩანიშნული და მატჩის ბილეთები 75,000 დოლარად არის შეფასებული.

შედარებისთვის გეტყვით, რომ NBA-ის შეხვედრაზე დასაწრები ყველაზე ძვირი ბილეთი $1,404 ღირდა.

სხვა სტატიები