Belive

კოკოშკოვი გუნდიდან დაითხოვეს | სერბმა NBA-დან ახალი შეთავაზება მიიღო

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
სტამბოლის "ფენერბაჰჩემ" მიაღწია შეთანხმებას, რომ მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ხელშეკრულება გაწყდება, აღნიშნული შესახებ ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს. 49 წლის სპეციალისტი გუნდს 2020-21 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდა და მისი თავკაცობით გუნდი ევროლიგის საპლეიოფო ეტაპზე გავიდა, სადაც მოსკოვის "ცსკა"-სთან დამარცხდა. კოკოშკოვის ხელმძღვანელობით გუნდმა ევროლიგის რეგულარულ სეზონში 20 მოგება და 16 მარცხი დააფიქსირა, თურქეთის ჩემპიონატში კი 22 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა ასპარეზობა. საყურადღებოა, რომ კოკოშკოვი "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელობამდე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მუშაობდა, როგორც მწვრთნელად, ასევე მწვრთნელის ასისტენტად, შესაბამისად თურქული კლუბისათვის მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათ შორის გრძელვადიანი ურთიერთობა არ შედგა. "ჩვენმა გუნდმა აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა კოკოშკოვსა და მის პირად გუნდს, ყველანაირი სვლა სერბი სპეციალისტის კარნახით და მასთან შეთანხმებით კეთდებოდა და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ გაჟღერებული ფაქტობრივად ყველა თხოვნა გათვალისწინებული იყო გუნდის მიერ" "იგორ კოკოშკოვს გუნდში 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე უნდა ემუშავა, თუმცა ჩვენ შორის კონტრაქტი გაწყვეტილია, ამის მიზეზი კი თავად სპეციალისტის მიერ გუნდისადმი მიმართვა, იყო სადაც ის აღნიშნავდა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან ახალი შეთავაზება მიიღო და უნდოდა მისი გამოყენება" "ჩვენ კვლავ ვითვალისწინებთ მის თხოვნას და ვწყვეტთ კონტრაქტს. მადლობას ვუხდით იგორ კოკოშკოვს ჩვენს კლუბში შეტანილი წვლილისათვის და ვუსურვებთ წარმატებას კარიერის ახალ ეტაპზე", - ასეთია "ფენერბაჰჩეს" ოფიციალური წერილი. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კოკოშკოვმა ახალი შეთავაზება "დალასისგან" მიიღო, თუმცა დამატებითი დეტალები აღნიშნულის შესახებ ცნობილი არაა.  

სხვა სტატიები