Belive

კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი დიდების დარბაზში შეიყვანეს (ვიდეო)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო დიდების დარბაზს დღეს NBA-ის ლეგენდები - კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი შეემატნენ. მათ გარდა, დიდების დარბაზის წევრები ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ტამიკა კეჩინგსი, მწვრთნელები - რუდი ტომიანოვიჩი, კიმ მალკი, ბარბარა სტივენსი, ედი სატონი და მენეჯერი - პატრიკ ბაუმანი იქნებიან. კანდიდატების ვინაობა ცნობილი ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში იყო, ცერემონია კი თავიდან აგვისტოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

კობი ბრაიანტის მეუღლის, ვანესა ბრაიანტის სიტყვა:



სხვა სტატიები