NBA-ში პლეი-ოფის მატჩები საინტერესოდ განვითარდა
NBA-ს პლეი-ოფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა, ატლანტა ჰოუკსმა ნიუ იორკ ნიქსი 107:106 დაამარცხა, ხოლო მინესოტა ტიმბერვულვზმა დენვერ ნაგეთსს 119:114 სძლია.
ნიქსისა და ჰოუკსის შეხვედრაში ყველაზე მეტი 32 ქულა სი ჯეი მაკკოლუმმა ჩააგდო, 29 ქულა კი ჯეილენ ბრანსონს ჰქონდა.
ამ გამარჯვებით ატლანტამ ნიუ იორკთან ანგარიში გაათანაბრა (1:1), გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 24 აპრილს გაიმართება.
მინესოტა ტიმბერვულვზისა და დენვერ ნაგეთსის მატჩში 30-30 ქულით ყველაზე მეტი ქულა თანაბრად ჩააგდეს ენტონი ედვარდსმა და ჯამალ მარიმ, ედვარდსმა 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა, ნიკოლა იოკიჩსაც ორმაგი დუბლი ჰქონდა, სერბმა კალათბურთელმა 24 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.
ამ გამარჯვებით მინესოტელებმა დენვერთან სერიაში ანგარიში გაათანაბრეს (1:1), გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 24 აპრილს გაიმართება.