"NBA-ში დიდი გაცვლა განხორციელდა" - ESPN
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023/24 წლების სეზონის დაწყებამდე, პირველი ხმაურიანი გაცვლა განხორციელდა.
"ვაშინგტონში" ბრედლი ბილის 11-წლიანი კარიერა ოფიციალურად დასრულდა - ორ ფრენჩაიზს შორის მიღწეული გარიგების შედეგად, ბრედლი ბილი "ფინიქსში" გადავიდა. ვარსკვლავის სანაცვლოდ "ვაშინგტონმა" კრის პოლი, ლენდრი შემეტი და დრაფტის მეორე რაუნდის პიკი მიიღო.
ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველი - ედრიან ვოინაროვსკი აღნიშნავს, რომ "ფინიქსი" ბრედლი ბილს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს რა დროის განმავლობაშიც 251 მილიონ აშშ დოლარს გადუხდის.
BREAKING: The Washington Wizards are finalizing a trade to send All-Star G Bradley Beal to the Phoenix Suns, sources tell ESPN. Beal’s waiving his no-trade to form a new Big 3 with Devin Booker and Kevin Durant. Teams are still working thru framework, but Beal is headed to Suns. pic.twitter.com/0lQrSh370q
— Adrian Wojnarowski (@wojespn) June 18, 2023
შეგახსენებთ, "ვაშინგტონმა" ბრედლი ბილი 2012 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად აიყვანა. კარიერის საუკეთესო სეზონში (2016/17) ბილი საშუალოდ 23.1 ქულას აგროვებდა. NBA-ს 2022/23 წლების სეზონში, ბილს ხშირი ტრავმიანობა აწუხებდა, რის გამოც "ვაშინგტონის" თამაშების თითქმის ნახევარში მონაწილეობა არ მიუღია.