Belive

NBA-ის თასის ფინალში ლეიკერსი და ინდიანა ითამაშებენ

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ
  • დასასრულს მიუახლოვდა NBA-ის ახალი შიდასეზონური ტურნირი - NBA-ის თასი, რომელშიც მონაწილეობას 30-ვე გუნდი იღებდა. გათამაშება ექვს 5-გუნდიან ჯგუფად დაიყო და თითოეული მატჩის შედეგი რეგულარულ სეზონშიც ჩაითვალა (შესაბამისად, გუნდებს ზედმეტი მატჩების ჩატარება არ მოუწიათ - ეს არ ეხება მხოლოდ ფინალურ მატჩს).

დღეს, ლას ვეგასში, T-Mobile Arena-ზე, NBA-ის თასის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა - ,,ინდიანა პეისერსმა'' ,,მილუოკი ბაქსს'' 128:119 მოუგო, ,,ლეიკერსმა'' კი ,,ნიუ ორლეანს პელიკანსთან'' 44-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით, 133:89 იმარჯვა.

,,ინდიანას'' შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ტაირის ჰალიბარტონმა, რომელმაც 27 ქულა, 15 ასისტი, 7 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. 26 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება, 2 პასი და 1 ჩაწრა იყო მაილს ტარნერის ანგარიშზე.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,ლეიკერსს'' ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა - სუპერვარსკვლავმა 30 ქულას, 8 შედეგიან გადაცემასა და 5 მოხსნას მოუყარა თავი. ორმაგი დუბლი გაიფორმა ენტონი დევისმა - 16 ქულა, 15 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.

,,ინდიანასა'' და ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს'' შორის NBA-ის თასის ფინალური შეხვედრა კვირას, 10 დეკემბერს, კვლავ ლას ვეგასში გაიმართება.

სხვა სტატიები