Belive

NBA - დეტროიტ პისტონსი 2018/19

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი - "დეტროიტ პისტონსი". 

NBA-ს სამგზის ჩემპიონი, რიგით 62-ე სეზონს, ქართველი გულშემატკივრისათვის საინტერესო დანამატით ხვდება. "გოლდენ სტეიტ უორიორზის" რიგებში ზედიზედ ორჯერ მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ, ზაზა ფაჩულია "დეტროიტ პისტონსს" შეუერთდა. "პისტონსის" ქართველი ცენტრი, NBA-ში მე-17 სეზონს ატარებს და პრესეზონზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, მიმდინარე სეზონი ზაზასათვის საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. "დეტროიტ პისტონსის" სავარაუდო სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება:
ანდრე დრამონდი - 25.4 მილიონი დოლარი ბლეიკ გრიფინი - 31.8 მილიონი დოლარი რეჯი ბალოკი - 2.5 მილიონი დოლარი ლუკ კენარდი - 3.2 მილიონი დოლარი იშმაელ სმიტი - 6 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

წინასასეზონო მატჩები "დეტროიტ პისტონსმა" უარყოფითი ბალანსით დაასრულა. პრესეზონზე გამართულ 5 შეხვედრაში, "პისტონსმა" მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა, 3 შეხვედრაში კი მარცხი იწვნია. აღსანიშნავია, რომ "პისტონსმა" "ოკლაჰომა" და "კლივლენდი" დაამარცხა, ხოლო "ბრუკლინთან" ოვერტაიმში დამარცხდა. "დეტროიტის" ქართველმა ცენტრმა პრესეზონზე განსაკუთრებული მატჩი სწორედ რომ "ოკლაჰომას" წინააღმდეგ ჩაატარა. აღნიშნულ მატჩში, ფაჩულიამ პარკეტზე 14.26 წუთი დაჰყო. არასრულ 15 წუთში, ზაზას მონაგარი 10 ქულას, 2 ასისტსა და 3 მოახსნას შეადგენს.

რეგულარული სეზონი:

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი 17 ოქტომბერს იღებს სტარტს. ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" სეზონის პირველ შეხვედრას 18 ოქტომბერს, "ბრუკლინის" წინააღმდეგ გამართავს. 21 ოქტომბერს, "ჩიკაგო ბულსი" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლებს. 24 ოქტომბერს კი, "პისტონსი" "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები