Belive

მსოფლიო ჩემპიონები ტიტულის დასაცავად ემზადებიან - ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

 მსოფლიო პირველობა 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირება.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები კი მსოფლიო ტიტულის დასაცავად ემზადებიან. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სერჯიო სკარიოლომ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ესპანეთის ნაკრებს დიდხნიანი პაუზისა და ტრავმის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი - რიკი რუბიო დაუბრუნდა.

ესპანეთის ნაკრები G ჯგუფში, ირანის, კოტ-დივუარისა და ბრაზილიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები