Belive

მსაჯების დაუდევრობა დალასისა და გოლდენ სტეიტის მატჩში

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "დალასისა" და "გოლდენ სტეიტის" დაპირისპირება შედგა. დალასში, "American Airlines Center"-ში გამართული დრამატული მატჩი მასპინძელთა მარცხით - 125:127 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მე-3 პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, შეტევაში მყოფმა "გოლდენ სტეიტმა" მეტოქის ფარქვეშ ბურთი დაკარგა. მატჩის მსაჯებმა და დარბაზის გამომცხადებელმაც ეპიზოდი ამგვარად გამოაცხადეს. "დალასმა" მომენტით ისარგებლა და ტაიმ-აუტი აიღო, რადგან შეტევა დაეგეგმა. ტაიმ-აუტის გასვლის შემდეგ, პარკეტზე გამოსულ კალათბურთელებს სხვა ვითარება დახვდათ - როგორც აღმოჩნდა, მსაჯებმა გადაწყვეტილება ისე შეცვალეს, რომ ამის შესახებ "დალასი" არ გააფრთხილეს. შედეგად "გოლდენ სტეიტმა" მეტოქის ნახევარზე ბურთი სწრაფად გაათამაშა და დაუცველ ფარში მარტივად მოათავსა - ამ დროს "დალასის" კალათბურთელები "გოლდენ სტეიტის" ნახევარზე იმყოფებოდნენ და მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდნენ.

View this post on Instagram

A post shared by Bleacher Report (@bleacherreport)

მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ამბის განხილვა გაგრძელდა. მომხმარებელთა უმრავლესობა მსაჯების დაუდევრობასა და "დალასის" კალათბურთელების უყურადღებობას სახალისო "ემოჯებით" გამოეხმაურა, თუმცა "დალასის" მფლობელი სახუმარო განწყობაზე არ აღმოჩნდა.

"ტაიმ-აუტის დროს მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა. ჩვენთვის ამის თქმა არავის გახსენებია. მათ დაინახეს, რომ ჩვენ ისე დავდექით, თითქოს ბურთი ჩვენი იყო, მაგრამ ბურთი მაინც მეტოქეს გადასცეს. მსაჯს ჩვენთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს", - აღნიშნა მარკ კიუბანმა.

სხვა სტატიები