"მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას და გულშემატკივრის წინაშე კლუბის ღირსების დაცვას" - თორნიკე შენგელია
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ბარსელონას საკალათბურთო გუნდმა ახალი მოთამაშეები წარადგინა: მაილს კეილი, ხუანი მარკოსი, უილ კლაიბერნი, მაილს ნორისი და თორნიკე შენგელია.
გამართულ პრეზენტაციაზე ქართველმა კალათბურთელმა კომენტარი გააკეთა:
აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას და გულშემატკივრის წინაშე კლუბის ღირსების დაცვას. ვიტყოდი, რომ ძალიან გამოცდილი გუნდი გვყავს, ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის გამოცდილება და ნიჭი, რომელიც გვაქვს. - თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელიამ ასევე გაიხსენა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტზე გამოსვლა:
საბოლოო ჯამში, ჩემთვის, როგორც კალათბურთელისთვის ბოლო მარცხის შემდეგ რთული სათქმელია, რომ კარგად დავასრულეთ, მაგრამ თუ ამას უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედავთ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ისტორია დავწერეთ, რადგან 1/4-ფინალში პირველად გავედით და ნამდვილად ბედნიერები ვართ. - თორნიკე შენგელია
ევრობასკეტის დაწყებამდე თოკოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მან აღნიშნულ თემაზეც ისაუბრა:
ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას, ეს უბრალოდ შიში იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ცხადი გახდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. თავიდან რამდენიმე წუთი ვითამაშე, მაგრამ საბოლოოდ იმდენს ვთამაშობდი, რამდენსაც ჩვეულებრივად ვთამაშობ ხოლმე. - თორნიკე შენგელია
Ready 🤜🤛
— Barça Basket (@FCBbasket) September 16, 2025
Les declaracions dels 5⃣ nous fitxatges blaugranes 👇 pic.twitter.com/okmRxCdl0Z