Belive

მეტ ჯენინგი კვლავ ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მეტ ჯენინგი კარიერას "მანრესაში" გააგრძელებს - ინფორმაციას ესპანური გუნდის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. 32 წლის ამერიკელი კალათბურთელი, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს და ზუროსის ნაკრებში თამაში შეუძლია, "ბასკონიას" დატოვების შემდეგ უგუნდოდ იყო. როგორც ცნობილია, "მანრესამ" ჯენინგთან 2 თვიანი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ კი მხარეები მოგვიანებით მოილაპარაკებენ. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ჯენინგმა საქართველოს ნაკრებში 2 თამაში ჩაატარა. 2019 წელს ისრაელს მან 15 ქულა ჩაუგდო, საბერძნეთს კი - 17.

View this post on Instagram

A post shared by 🏀🔴 BAXI Manresa (@basquetmanresa)

სხვა სტატიები