მარკის რიდის ბაჰჩეშეჰირმა პაოკს მოუგო და ევროთასზე პირველ ადგილზეა
ევროთასის D ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრაში ბაჰჩეშეჰირმა პაოკს უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 84:81 დაამარცხა.
მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების ლეგიონერი - მარკის რიდი, რომელმაც 17 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
უკანახაზელმა 2-დან 1 სამქულიანი, 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რითაც საკუთარი გუნდის რიგებში მხოლოდ მალაკაი ფლინს ჩამორჩა.
ბაჰჩეშეჰირი 4 მოგებითა და 1 წაგებით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. რიდის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 31 ოქტომბერს, თურქეთის სუპერლიგაში, ბორდო ბანდირმას წინააღმდეგ გამართავს.
🔥 𝐒𝐚𝐦𝐞 𝐟𝐢𝐫𝐞. 𝐒𝐚𝐦𝐞 𝐡𝐮𝐧𝐠𝐞𝐫. BKT EuroCup | 5. Hafta | 🏀 @velavit_turkiye ile Maç Sonucu: Bahçeşehir Koleji 84 – 81 PAOK Thessaloniki BKT EuroCup | 5. Hafta | Maç Sonucu • Malachi Flynn: 28 sayı, 2 ribaund, 4 asist, 3 top çalma • Marcquise Reed: 17 sayı, 3 ribaund, 2 asist • Tyler Cavanaugh: 11 sayı, 2 ribaund, 2 asist • Mateusz Ponitka: 7 sayı, 3 ribaund, 2 top çalma • Damien Inglis: 5 sayı, 2 ribaund ❤️💙 #LightTheFire | @EuroCup
— Bahçeşehir Koleji Spor Kulübü (@BKBasketbol) October 27, 2026