მანუჩარ მარკოიშვილი გალათასარაის მწვრთნელად დაინიშნა
თურქულმა საკალათბურთო კლუბმა, გალათასარაიმ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანუჩარ მარკოიშვილი წარადგინა. კლუბმა იტალიელ სპეციალისტთან, ჯანმარკო პოცეკოსთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მთავარი მწვრთნელთან გაფორმებული კონტრაქტი უკვე ოფიციალურად აცნობა თურქეთის კალათბურთის ფედერაციას (TBF).
უარყოფი შედეგებისა და სერიოზული კრიზისის შემდეგ, ხელმძღვანელობამ ჯანმარკო პოცეკოსთან გზების გაყოფა და შემადგენლობაში გადაჯგუფება გადაწყვიტა. მანუჩარ მარკოიშვილი გალათასარაის კარგად იცნობს - ის ერთ დროს (2013-2014 წლების სეზონში) „ყვითელ-წითლების“ ფორმით მოთამაშე იყო, ახლა კი კლუბს მთავარი მწვრთნელის რანგში უბრუნდება. გიორგი მარკოიშვილი გალათასარაიში მონაკოდან გადავიდა, სადაც მისი სამწვრთნელო კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობდა.
🟡🔴 Galatasaray'ın yeni başantrenörü Manuchar Markoishvili oldu! ✅ Henüz resmi açıklama gelmese de 39 yaşındaki çalıştırıcının TBF lisansı çıkartıldı. https://t.co/FmgwOF2uET
— Eurohoops Türkiye (@EurohoopsTR) October 16, 2026