Belive

მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლს" მარტის სიგიჟეში თამაშის შანსი აქვს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" საკუთარ კონფერენციაში ასპარეზობა მე-5 პოზიციაზე დაასრულა. მოსალოდნელი იყო, რომ სანდროს გუნდს "მარტის სიგიჟეში" თამაშის არანაირი შანსი არ ჰქონდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. საქმე შემდეგში მდგომარეობს - თუ სანდრო მამუკელაშვილის გუნდი "ბიგ ისტის" ტურნირზე ორ მატჩს მოიგებს, მათ მთავარ ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ. აღსანიშნავია, რომ "სეტონ ჰოლს" წარმატებული სტარტის შემთხვევაში ნახევარფინალურ ეტაპზე პირველ ნომრად განთესილი "ვილანოვას" წინააღმდეგ მოუწევს ასპარეზობა, რაც მათთვის უდიდესი ბარიერი იქნება, თუმცა გულშემატკივარს მამუკელაშვილის უდიდესი იმედი აქვს. შეგახსენებთ, რომ სანდრო 2021 წლის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე დადგება და უდიდესი ალბათობით მომდევნო სეზონიდან NBA-ში ორი ქართველი კალათბურთელი იასპარეზებს.

სხვა სტატიები