Belive

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი G-ლიგაში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის (NBA G-League) შეხვედრაში, "ვისკონსინისა" და "გრანდ რაპიდსის" დაპირისპირება შედგა.

დრამატული და სანახაობრივი მატჩი, "ვისკონსინის" გამარჯვებით, 93:91 დასრულდა. მასპინძელთა გამარჯვებაში ლომის წილი სანდრო მამუკელაშვილმა დაიდო. "ვისკონსინის" ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 33 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 13 ქულის, 12 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები