მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და სეტონ ჰოლის მორიგი გამარჯვება
5 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NCAA-ის მორიგ მატჩში, სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" "მარკეტს" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით - 57:51 დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილმა გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მან 37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მიუხედავად სანდროს ორმაგი დუბლისა, რომელიც ამ სეზონში მისთვის მესამე იყო, "სეტონ ჰოლის" რიგებში საუკეთესო ჯარედ როდენი გახდა, რომელმაც 20 ქულას, 7 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი.
Sandro Mamukelashvili pick and pop. Good to see him hitting this shot despite the solid closeout. pic.twitter.com/POMKtG9v3t — Aram Cannuscio (@AC__Hoops) February 14, 2021
"სეტონ ჰოლი" 9 მოგბითა და 5 მარცხით კონფერენციის მესამე ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი კარლ მელოუნის პრიზის კანდიდატებს შორისაა, რაც მას შანსს აძლევს, რომ NCAA-ის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დასახელდეს.