Belive

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის (NBA G-League) შეხვედრაში, "ვისკონსინისა" და "მოტორ სიტის" დაპირისპირება შედგა.

შედეგიანი მატჩი "ვისკონსინ ჰერდის" გამარჯვებით, 137:112 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში, "მილუოკი ბაქსის" ქართველმა ფორვარდმა - სანდრო მამუკელაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა.

მამუკელაშვილმა, რომელიც "ვისკონსინშია" განათხოვრებული ორმაგი დუბლის გაფორმება შეძლო. ბრწყინვალე თამაშის შედეგად, ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მამუს ანგარიშზე 18 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა.

სხვა სტატიები