Belive

მამუკელაშვილის მორიგი ბრწყინვალე თამაში - მილუოკი კვლავ იგებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) Summer League-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “მილუოკისა” და “დალასის” დაპირისპირება შედგა. მილუოკში გამართული დაძაბული მატჩი, “ბაქსის” გამარჯვებით, 100:89 დასრულდა. “მილუოკი ბაქსის” რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 28:05 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, ქართველმა ფორვარდმა 19 ქულის, 6 მოხსნის, 3 შედეგიანი გადაცემისა 2 ჩაჭრის დაგროვება შეძლო.

სანდრო მამუკელაშვილის ყველა მომენტი "დალასის" წინააღმდეგ

 

სხვა სტატიები