Belive

მამუკელაშვილის გამორჩეული მატჩი ახალ გუნდში - სან ანტონიომ დენვერს მოუგო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,დენვერ ნაგეთსს'' უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 128:120 დაამარცხა.

ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ,,სპურსის'' ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 12 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

სანდრომ 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთითა და 30 წამით ადრე, როცა ,,სან ანტონიო'' 4 ქულით იგებდა, მამუმ ზუსტი სამქულიანით ანგარიშში სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა, რაც, შეიძლება ითქვას, რომ მატჩის გარდამტეხი მომენტი იყო.

,,სპურსს'' 23 ქულით, 8 მოხსნით, 6 პასითა და 2 ჩაჭრით კელდონ ჯონსონმა ულიდერა. ,,დენვერის'' შემადგენლობაში კი 37 ქულით, 11 მოხსნით, 11 ასისტითა და 3 ჩაჭრით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა.

,,სან ანტონიო'' 17 მოგებითა და 49 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-14 პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას ორშაბათს, 13 მარტს, ,,ოკლაჰომას'' წინააღმდეგ გამართავს.

____________________________________________________________________________________________

სხვა სტატიები