Belive

მამუკელაშვილის 22 ქულა - ქართველი კვლავ თამაშის MVP-ია (ვიდეო)

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გუშინ NCAA-ს Big East-ში მორიგი შეხვედრა გამართა "სეტონ ჰოლმა", რომელმაც "უკონი" 80:73 დაამარცხა. კვლავ შეუდარებლად გამოიყურებოდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 36 წუთში 22 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 12-დან 10 ჯარიმა), 7 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 21 წლის ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში კვლავაც ყველაზე შედეგიანი იყო, საბოლოოდ კი სანდრო შეხვედრის MVP-იც გახდა. "სეტონ ჰოლი" 11 მოგებითა და 8 წაგებით ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს. მამუკელაშვილის გუნდი შემდეგ თამაშს 15 თებერვალს, "მარკეტესტან" გამართავს.

იხილეთ სანდრო მამუკელაშვილის მომენტები "უკონთან" თამაშიდან:

სხვა სტატიები