Belive

მამუკელაშვილი მილუოკის მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ჩიკაგოსა" და "მილუოკის" დაპირისპირება შედგა. ჩიკაგოში, "United Center"-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 100:112 დასრულდა.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში სანდრო მამუკელაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. "მილუოკის" ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 20:36 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულისა და 5 მოხსნის დაგროვება შეძლო. მამუკელაშვილმა 4-ჯერ სცადა 3-ქულიანის მეტოქის კალათში მოთავსება, თუმცა ოთხივე მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში ბრწყინვალედ ასპარეზობს. ფრენჩაიზმა უკანასკნელ 15 შეხვედრაში, 14 გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები