Belive

მაკაბის შემადგენლობაში ჯო ტომასონის დებიუტი შედგა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ისრაელის სუპერლიგის მე-6 ტურის მატჩში (გადადებული შეხვედრა) თელ-ავივის ,,მაკაბიმ'' ,,მაკაბი ირონი რამათ განს'' უმასპინძლა და 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:75 დაამარცხა.

თელ-ავივური გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ჯო ტომასონმა, რომელიც გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გახდა.

30 წლის უკანახაზელმა 12 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ტომასონმა 2-დან 1 სამქულიანი, 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

,,მაკაბი'' 8 მოგებითა და 3 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა და მხოლოდ ,,ჰაპოელს'' ჩამორჩება.

  • საქართველოს ეროვნული ნაკრები თებერვალში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის 2 მატჩს გამართავს - ჩვენი გუნდი 23-ში დანიას ესტუმრება, 26-ში კი სერბეთს უმასპინძლებს.

  • ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუშინ 22-კალათბურთელიანი გაფართოებული სია დაასახელა, სადაც ჯო ტომასონიც მოხვდა.

სხვა სტატიები