Belive

მაიკლ ჯორდანის მაისური რეკორდულ ფასად გაიყიდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მაისური, რომელიც ლეგენდარულ კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს 1998 წლის NBA-ს ფინალში ეცვა, რეკორდულ 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც სპორტულ მაისურში გადახდილა. Sotheby's წარმომადგენლების განცხადებით, მაისურმა საგრძნობი აღფრთოვანება გამოიწვია სპორტის მოყვარულებსა და კოლექციონერებში.

წინა რეკორდი დიეგო მარადონას მაისრუს ეკუთვნის, რომელიც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეცვა. ლეგენდარული ფეხბურთელის მაისური 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მაიკლ ჯორდანს ძალიან ბევრი მიიჩნევს საუკეთესო კალათბურთელად ისტორიაში. ამერიკელმა მისი კარიერის უდიდესი ნაწილი "ჩიკაგო ბულსში" გაატარა. შეგახსენებთ, რომ MJ ექვსგზის NBA-ის ჩემპიონია. გარდა ამისა, ის ექვსჯერ გახდა ფინალის MVP, 10-ჯერ შეძლო მთელი სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი ქულის მოგროვება, 14-ჯერ ითამაშა NBA All-Star და აქედან 3-ჯერ გახდა MVP.

სხვა სტატიები