Belive

"მადლობა ყველაფრისთვის" - ბეჟანიშვილი დრაფტზე დგება

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
2021 წლის NBA დრაფტზე კიდევ ერთი ქართველი, გიორგი ბეჟანიშვილი დადგება. აღნიშნულ ინფორმაციას კალათბურთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. გიორგი "ილიონისს", რომელშიც 3 წელი გაატარა, ემოციურად დაემშვიდობა.
 "მინდა, რომ  "ილიონისს" ყველაფრისთვის გულწრფელი მადლობა გადავუხადო. ჩემი მოგზაურობა აქ დაუვიწყარი იყო. სწორედ ამ სიტყვებით დავდგები 2021 წლის დრაფტზე და გადავდგამ კიდევ ერთ ნაბიჯს, რათა გავხდე პროფესიონალი კალათბურთელი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ რთულ გზაზე მეხმარებოდა. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ვნახო, როგორი იქნება მომავალი," - წერს ბეჟანიშვილი.
გასულ სეზონში 22 წლის ფორვარდი NCAA-ში საშუალოდ 5,1 ქულასა და 2,7 მოხსნას აგროვებდა.  

სხვა სტატიები