ლუკა დონჩიჩის მორიგი გასაოცარი პერფორმანსი
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ლოს ანჯელესისა" და "დალასის" დაპირისპირება შედგა. ლოს ანჯელესში, "Crypto.com Arena"-ზე გამართული მატჩის ძირითადი დრო 101:101 დასრულდა.
დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ მატჩი მასპინძელთა მარცხით 115:119 დასრულდა.
"დალასის" გამარჯვებაში ლომის წილი ლუკა დონჩიჩმა დაიდო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა და მორიგი ფენომენალური პერფორმანსით გამოიჩინა თავი. დონჩიჩმა პარკეტზე გატარებულ 52:44 წუთში 35 ქულის, 14 მოხსნისა და 13 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
🔥 35, 14 and 13 for @luka7doncic
— NBA (@NBA) January 13, 2023
🔥 Stepback 3 to force OT
🔥 Stepback 3 to force 2OT
Dominant, clutch, Luka. pic.twitter.com/Ta9vtlDFng