ლევან ბაბილოძე სერია A-ს კლუბ სკაფატიში ითამაშებს
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ქართველი კალათბურთელი ლევან ბაბილოძე იტალიის სერია A-ს კლუბ "სკაფატიში" ითამაშებს, მან იტალიურ კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
25 წლის კალათბურთელი კარიერის განმავლობაში "ბათუმში" თამაშობდა, შემდეგ 3 იტალიურ კლუბში "კაპო დ'ორლანდოში", "რეჯიო კალბარიასა" და "კოსტა დ'ორლანდოში" იასპარეზა. შემდეგ ისევ საქართველოში კონკრეტულად კი ბათუმში დაბრუნდა, კარიერა "ტიტებში" გააგრძელა და "სკაფატიში" გადასვლამდე ორი სეზონი "რუსთავის" რიგებში ირიცხებოდა.
"სკაფატიმ" 2023/24 წლების სეზონი სერია A-ში იასპარეზა და 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილი დაიკავა, შემდეგი სეზონიდან ქართველი კალათბურთელის გუნდი ისევ იტალიის უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს.