ლეიკერსმა მინესოტა დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
NBA-ს პლეი-ოფის მეორე სათამაშო დღეს "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" 94:85 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ლოს ანჯელესურმა გუნდმა პირველი მეოთხედი 19-ქულიანი უპირატესობით მოიგო და მატჩის ბედიც დიდწილად პირველივე პერიოდში გადაწყდა. შეხვედრის მიმდინარეობა ასე წარიმართა: 34:15, 24:28, 23:22, 13:20.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა ორმაგ დუბლთან ერთად ლუკა დონჩიჩმა გაიფორმა - 31 ქულა, 12 მოხსნა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ლებრონ ჯეიმსსაც - 21 ქულა, 11 მოხსნა. მინესოტელთა მხრიდან 27 ქულა ჯულიუს რენდლიმ ჩააგდო, ხოლო 25 ენტონი ედვარდსმა.
დღეს, ასევე გაიმართა პლეი-ოფის კიდევ 2 მატჩი. "ინდიანა პეისერსმა" კვლავ დაამარცხა "მილუოკი ბაქსი" 123:115 და სერიაში სხვაობა გაზარდა - 2:0.
"ინდიანასა" და "მილუოკის" დაპირისპირებაში ორმაგი დუბლით და ყველაზე მეტი ქულით იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა - 34 ქულა, 18 მოხსნა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ბობი პორტისსაც - 28 ქულა, 12 მოხსნა.
ინდიანელთა მხრიდანაც 2 ორმაგი დუბლი დაფიქსირდა, პასკალ სიაკამიმ 24 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო ტაირის ჰალიბარტონმა 21 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა.
"ოკლაჰომა სითი თანდერმა" კი "მემფის გრიზლისს" 118:99 მოუგო და სერიაში ისიც 2:0-ს იგებს.
ყველაზე მეტი 27 ქულა შაი გილჯეს-ალექსანდერმა ჩააგდო, 26 ქულა ჰქონდა ჯარენ ჯექსონს.