Belive

ლეიკერსმა მძიმე ბრძოლაში წააგო | ჯამალ მიურეის Game Winner-ით დენვერმა ბოლო წამზე გაიმარჯვა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პლეი ოფის მორიგი შეხვედრა გაიმართა დენვერში, სადაც მასპინძელი "დენვერ ნაგეთსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუხვდა, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, მაგრამ საბოლოოდ ჯამალ მიურეის Game Winner-ით დენვერმა ბოლო წამზე 99:101 გაიმარჯვა.

შეხვედრა "ლეიკერსის" უპირატესობით დაიწყო და მათ პირველი ტაიმის მოგება 15 ქულიანი სხვაობით მოახერხეს (24:28, 20:31), მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა და ამ შემთხვევაში უკვე "დენვერი" ცდილობდა წინ გასვლას, რაც გამოუვიდა. მესამე მეოთხედი დენვერელებმა 25:20 მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედი 32:20.

ენტონი დევისმა დააგროვა ყველაზე მეტი 32 ქულა, ამასთან მან 11 მოხსნა მიითვალა და აქტივში ორმაგი დუბლიც ჩაიწერა. ნიკოლა იოკიჩს ჰქონდა შესანიშნავი მატჩი, სერბმა კალათბურთელმა 27 ქულით, 20 მოხსნით და 10 ასისტით სამმაგი დუბლი გაიფორმა. ლებრონ ჯეიმსმაც შეასრულა ორმაგი დუბლი, მას 26 ქულა, 8 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

"დენვერ ნაგეთსი" პლეი ოფის პირველ რაუნდს 2:0 ლიდერობს. მომდევნო ორი შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართება, 26 აპრილს "ლეიკერსი" უკვე საკუთარ არენაზე შეეცდება ანგარიშის სხვაობის შემცირებას.

სხვა სტატიები