Belive

ლეიკერსი NBA-ის შიდასეზონური ტურნირის გამარჯვებულია

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის შიდასეზონური ტურნირი, რომელიც პირველად ჩატარდა გამარჯვებული ლოს ანჯელეს ლეიკერსი გახდა. ლას ვეგასში T-Mobile არენაზე გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში ლეიკერსმა ინდიანა 123:109 დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP) ლებრონ ჯეიმსი გახდა. ფინალში მას 24 ქულა 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

ყველაზე მეტი ქულა მატჩში ენტონი დევისმა დააგროვა, მას ორმაგი დუბლი ჰქონდა 41 ქულა 20 მოხსნა და ასევე 5 ასისტიც მიითვალა. კარგი მატჩი ჩაატარა ოსტინ რივზმა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო.

ფინალისტი ინდიანას მხრიდან ტაირეს ჰალიბარტონს 20 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

ტურნირი ტარდებოდა სტანდარტული NBA-ის სეზონის პარალელურად: ფინალის გარდა ყველა ტურნირის მატჩები ასევე ითვლებოდა ჩვეულებრივ სეზონის თამაშებად.

სხვა სტატიები