Belive

ლებრონი წასვლაზე ფიქრობს - 20 წლიანი ფანტასტიკური ეპოქის დასასრული?!

10 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

"ლოს ანჯელეს ლეიკერსისა" და NBA-ს სუპერვარსკვლავი - ლებრონ ჯეიმსი, დარწმუნებული არაა, რომ 2023/24 წლების სეზონში კვლავ "ლეიკერსის" ღირსებას დაიცავს. ლებრონი კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობს.

Bleacher Report და TNT სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ უკანასკნელი იმედგაცრუების შემდეგ, ლებრონ ჯეიმსი კარიერის დასრულებას გეგმავს. "მეფეს" დასაფიქრებლად კიდევ დიდი დრო აქვს და იმ შემთხვევაში, თუ წასვლას გადაიფიქრებს, ლიგაში 21-ე სეზონს ჩაატარებს. ფრენჩაიზთან მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ლებრონს "ლეიკერსთან" გარკვეული პერიოდი კიდევ აკავშირებს. ამ დროის განმავლობაში, ლებრონი $97 მილიონს მიიღებს, თუმცა, კონტრაქტის უკანასკნელი წელი მოთამაშეზეა დამოკიდებული და ჯეიმსს უფლება აქვს კარიერა დაასრულოს.

ლებრონის კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია დასავლეთ კონფერენციის ფინალში, "დენვერთან" განადგურების (0:4) შემდეგ გავრცელდა.

"დაფიქრება მმართებს. ბევრი უნდა ვიფიქრო იმის შესახებ, მსურს თუ არა ამ თამაშში კიდევ უფრო წინ წასვლა", - ლებრონ ჯეიმსი.

იმ შემთხვევაში, თუ ლებრონი წავა 20-წლიანი ეპოქა დასრულდება. ამ დროის განმავლობაში, "მეფე" ოთხჯერ გახდა საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი და ოთხჯერ დაეუფლა ფინალების MVP-ს ტიტულს. ლებრონმა გააუმჯობესა კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი და გახდა ლიგის საუკეთესო მექულე - ასევე გააუმჯობესა მაიკლ ჯორდანის რეკორდი და გახდა პლეი-ოფების საუკეთესო მექულე.

სხვა სტატიები