Belive

ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, რამდენიმე ფაქტის გამო, გამორჩეული იყო "სიქსერსისა" და "ლეიკერსის" დაპირისპირება. ფილადელფიელებმა "ყვითლები" საკუთარ არენაზე დამანგრეველი სხვაობით 138-94 დაამარცხეს.

> ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო

ეს შეხვედრა ლებრონისთვის ერთდროულად სარეკორდოც აღმოჩნდა და ანტისარეკორდოც. 38 წლის ჯეიმსს კარიერაში ყველაზე დიდი მარცხი 2019 წელს ჰქონდა განცდილი, როცა ინდიანასთან 42-ქულიანი სხვაობით წააგო. "მეფე" მაშინაც ლეიკერსის ღირსებას იცავდა. "რა უნდა შეიცვალოს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს? ბევრი რამ" - აღნიშნა ლებრონმა სიქსერსთან დამარცხების შემდეგ.

> ჯეიმსს, NBA-ის ისტორიაში, ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები

მეორე ამბავი ისაა, რომ ფილადელფიასთან შეხვედრა ლებრონისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. მან NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი (66 278) წუთი ითამაშა და მან ამ მაჩვენებლით კარიმ აბდულ-ჯაბარი უკან ჩამოიტოვა.

> ლეიკერსს სიქსერსთან ამხელა სხვაობით არასდროს წაუგია

ფილადეფიელებსა და ლოს ანჯელესელებს ერთმანეთში სულ 290-ჯერ უთამაშიათ და ლეიკერსი 44-ქულიანი სხვაობით პირველად დამარცხდა. ამავდროულად, ლეიკერსმა სიქსერსთან ზედიზედ მეშვიდედ წააგო.

აღნიშნულ შეხვედრაში ლებრონ ჯემსმა 18 ქულასა და 5 პასს მოუყარა თავი (მოხსნა არ ჰქონია), მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი უდავოდ ფილადელფიელების ჯოელ ემბიდი იყო, რომელმაც 30 ქულით, 11 მოხსნითა და 11 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა.

მატჩის მიმოხილვა :

სხვა სტატიები