ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლევანდელი სეზონის საპლეიოფო დაპირისპირებები დაიწყო, სადაც ერთ-ერთი წყვილი "ლეიკერსი-ფინიქსი" გახლდათ.
"ლეიკერსისა" და "ფინიქსის" დაპირისპირებები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ "ფინიქსმა" რეგულარული სეზონი მეორე პოზიციაზე დაასრულა, "ლეიკერსმა" კი გარკვეული რთული გარემოებებიდან გამომდინარე რეგულარულ სეზონში მე-7 საფეხური დაიკავა, წყვილში ფავორიტის დასახელება საკმაოდ რთული მისია იყო.
გვიან ღამით "ლეიკერსმა" სერიის მე-6 მატჩში "ფინიქსს" უმასპინძლა და ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად, სერია წარუმატებლად დაასრულეს, შესაბამისად "ფინიქსი" მომდევნო ეტაპზეა, წყვილში საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.
საყურადღებოა, რომ ლებრონ ჯეიმსის კარიერის მანძილზე პირველად მოხდა შემთხვევა როცა ის საპლეიოფო დაპირისპირებების პირველივე ეტაპიდან გამოვარდა, შესაბამისად ეს მისთვის ერთგვარი ანტირეკორდია. ამ კუთხით ლებრონის სტატისტიკური მაჩვენებელი 14:1-ზეა.
ამრიგად, "ფინიქსმა" მომდევნო ეტაპის საგზურიც გაინაღდა და მათი მომდევნო მეტოქე "დენვერი" იქნება, რომელთაც თავის მხრივ პლეიოფის პირველ ეტაპზე "პორტლენდის" დამარცხება მოახერხეს.