ლებრონ ჯეიმსი ქარიმ აბდულ-ჯაბარის მორიგ რეკორდს უახლოვდება
ლეგენდარული კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი მორიგ გენიალურ რეკორდს უახლოვდება. რეგულარული სეზონის გასულ ტურში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ფილადელფია სიქსერსი (112:108) დაამარცხა, ეს გამარჯვება კი ჯეიმსისთვის ისტორიული აღმოჩნდა. კერძოდ ლებრონმა კარიერაში 1015-ე მატჩი მოიგო რობერტ პერიშს გადაასწრო (1014) და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება პირველ ადგილს, ჯერჯერობით რეგულარული სეზონის მოგებათა სერიას ერთპიროვნულად ლიდერობს ქარიმ აბდულ-ჯაბარი, ლეგენდარულმა ვეტერანმა კალათბურთელმა კარიერაში 1074 შეხვედრის მოგება მოახერხა. მეორეადგილოსან ლებრონ ჯეიმსს მიმდინარე სეზონში რეკორდის დამყარების თეორიული შანსიც კი არ აქვს, რადგან ლეიკერსს 59 შეხვედრა აქვს დარჩენილი, აქედან გამომდინარე ყველა მატჩის მოგების შემთხვევაშიც კი მას 1074 გამარჯვება უგროვდება და შეუძლია ჯაბარს გაუთანაბრდეს, გადასწრება კი გამორიცხულია. მოკლედ, თუ ლებრონს კიდევ ერთი რეკორდის დამყარება სურს მომდევნო სეზონიც აუცილებლად უნდა ითამაშოს.
TOP 10 კარიერაში ყველაზე მეტი მოგება (მოცემულია მხოლოდ რეგულარული სეზონის მატჩები)