Belive

კუკოჩი იოკიჩზე: ,,მას ჯერ პეტროვიჩის, დივაცისა და საბონისის დონემდე არ მიუღწევია''

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ჩიკაგო ბულსის'' შემადგენლობაში NBA-ის 3-გზის ჩემპიონმა, ტონი კუკოჩმა, სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,დენვერ ნაგეთსის'' ცენტრზე, ნიკოლა იოკიჩზე ისაუბრა:

,,იოკიჩი დიდებულად თამაშობს. მის მიმართ მაშინაც ძალიან კარგად ვიყავი განწყობილი, როცა ჯერ მასზე არავინ ლაპარაკობდა. მისი სათამაშო სტილი მომწონს. მას განსაკუთრებული აზროვნება აქვს, რაც სხვებისგან გამოარჩევს.

 

ათლეტურობის ნაკლებობას თავისი ცოდნითა და ინტელექტით ავსებს. თქვენ ვერც კი ამჩნევთ, რომ ვინმე მასზე სწრაფია.

 

იოკიჩი ასე კარიერის ბოლომდე ითამაშებს. ალბათ, ყველა დროის საუკეთესო ევროპელი იქნება, სტატისტიკა ამაზე მეტყველებს. შეიძლება, ვინმე არ დამეთანხმოს და ეს კარგია, რადგან ვფიქრობ, რომ დრაჟენ პეტროვიჩი, დინო რაჟა, ვლადე დივაცი და არვიდას საბონისი ის კალათბურთელები არიან, რომელთა დონემდეც მას ჯერ არ მიუღწევია,'' - განაცხადა კუკოჩმა.

სხვა სტატიები