Belive

ფრენკამპი: "გპირდებით, რომ ქვეყანას კარგად წარმოვაჩენ"

3 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
როგორც იცით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. 25 წლის გამთამაშებელი, კონერ ფრენკამპი ილია ზუროსის გუნდში ითამაშებს. კალათბურთის ფედერაციამ ამერიკელ მოთამაშესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კონერმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"კალათბურთის თამაში ძალიან პატარამ დავიწყე, პირველი მატჩი 5 წლის ასაკში გავმართე. სპორტის ეს სახეობა ბავშვობიდანვე მიყვარდა, ვარჯიში კი არასდროს შემიწყვეტია და დღეს აქ ვარ. პროფესიონალი კალათბურთელი. საქართველოში ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობდა. ამაში თბილისში ჩამოსვლისთანავე დავრწმუნდი. საქართველოს ნაკრებში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახში. ძალიან მსიამოვნებს ქართველებთან თამაში და იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ დიდხანს დავრჩები. თად მაკფადენს 2-3 კვირის წინ შევხვდი, ესპანეთში ჩვენმა გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს, მატჩის შემდეგ თადს საქართველოს შესახებ ველაპარაკე. მითხრა, რომ აქ ყველაფერი მოსწონს. მის სიტყვებში საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დავრწმუნდი. ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში შემომთავაზეს, ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყნის ღირსების დაცვა. ვეცდები კარგად ვითამაშო, გუნდთან ერთად გავიმარჯვო და წინ წარმატებულად ვიარო. მინდა კარგად გავუგო ქართველ კალათბურთელებს და მათთან ერთად მოგებები მოვიპოვო. გიორგი შერმადინი ესპანეთში ძალიან სახელოვანი კალათბურთელია, მის გვერდით თამაში ჩემთვისაც საინტერესოა. ქართველი გულშემატკივარი ჩემგან, პირველ რიგში, მომდევნო 2 თამაშში გამარჯვებას უნდა ელოდეს. შემიძლია ბურთის ჩაგდება, პასები. ხალხს ვპირდები, რომ ქვეყანას კარგად წარმოვაჩენ. 16 წლის ვიყავი, ამერიკის ნაკრებთან ერთად ლიეტუვაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოვიგე. ნაკრებთან ერთად გამარჯვება განსხვავებულია, თუმცა ახლა უკვე ზრდასრული ვარ, გუნდიც სხვა მყავს. ვიცი, რომ სერბეთი ძლიერია, მას გამარჯვება სჭირდება, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეს. ეს გუნდი ჩვენგან დიდ პატივისცემასა და ყურადღებას იმსახურებს. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, ფინეთს, მასზე შაბათს, სერბეთთან თამაშის შემდეგ ვილაპარაკებ. ყველაზე ტკბილი საკალათბურთო მოგონება ამერიკის ნაკრებთან ერთად მსოფლიოზე ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოგებაა. მაშინ ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა და იმ ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა ახლა NBA-ში თამაშობს. NBA-ში ჩემი ვერ მოხვედრის მიზეზი იყო ის, რომ არ ვიყავი ისეთ კოლეჯში, სადაც ვითამაშებდი ისე, როგორც შემეძლო. იმედი მაქვს, რომ ამ სეზონს კარგად ჩავამთავრებ და მომავალ წელს ევროლიგაზე ვითამაშებ. ამის დიდი შანსი მაქვს და ზაფხულში ბევრს ვიშრომებ. ცნობილი კალათბურთელები ვისთან ერთადაც მითამაშია? ჩემს გუნდში იყო ენდრიუ ვიგინსი, ნაკრებში კი ჯაბარი პარკერი. ჩვენს კონფერენციაში ბევრი კარგი კალათბურთელი იყო, თუმცა გვარების ჩამოთვლა რთულია."
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ხვალ, 19:00 საათზე, სერბეთს დაუპირისპირდება. 21 თებერვალს ზუროსის გუნდი შეხვედრას ფინეთთან გამართავს.

სხვა სტატიები