Belive

კლიპერსმა სპურსი დაამარცხა - მამუკელაშვილმა კვლავ არ ითამაშა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "სან ანტონიოსა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსის" დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, "Frost Bank Center"-ში გამართული მატჩი, მასპინძლების მარცხით 99:124 დასრულდა.

"სპურსის" რიგებში სანდრო მამუკელაშვილს კვლავ არ უთამაშია. გუნდის საუკეთესო მექულე კი კელდონ ჯონსონი გახდა, რომელმაც 22 ქულა, 10 მოხსნა დ 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. "კლიპერსს" პოლ ჯორჯმა ულიდერა (28 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი). ასევე შედეგიანი მატჩი ჰქონდა კავაი ლეონარდს, რომელმაც 21 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სხვა სტატიები